თაზაქენდის საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა სასწავლო წელი პროფესიული წინსვლით დაიწყო
22-09-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა ახალი სასწავლო წელი ახალი სტატუსით დაიწყო. 

სკოლის პედაგოგებს - ირადა გუსეინოვას და თამარ გერლიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლაში პედაგოგებს წინსვლას ულოცავენ და შემდგომ პროფესიულ წარმატებას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის მასწავლებლებს - ირადა გუსეინოვასა და თამარ გერლიანს ვულოცავთ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...