სართიჭალის N2 სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეთა სადღესასწაულო განწყობაზე დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებულად იზრუნეს
22-09-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დადებითი ემოციებითა და ხალისით დაიწყო. 

სკოლა მრავალფეროვანი დეკორაციებით მოირთო, მოსწავლეები და პედაგოგები ახალ სასწავლო წელს ამაღლებული განწყობით შეეგებნენ და სასკოლო ცხოვრებას მოტივირებულნი დაუბრუნდნენ. 

დღე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, ერთმანეთს ზაფხულის თავგადასავლებზე ესაუბრნენ და ბოლოს, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს, მათ წინსვლასა და საერთო მიზნების მისაღწევად წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...