ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებული შეხვდა.
15 სექტემბერს, სკოლის კარი მოსწავლეებმა საზეიმოდ შეაღეს. მათ მოტივაციაზე კი სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და სადღესასწაულოდ მორთული სასწავლო გარემო დაახვედრეს. მოსწავლეებს გადაეცათ ახალი სახელმძღვანელოები, პირველი კლასის მოსწავლეები კი ბუკებით დასაჩუქრდნენ.
მოსწავლე-მასწავლებლებმა 2022-2023 წლის დაწყება ერთად იზეიმეს და სწავლა-სწავლების პროცესს დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ.
სკოლის დირექტორმა თემურ თურმანიძემ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ბედნიერი და ნაყოფიერი სასკოლო ცხოვრება უსურვა.
„ზემო ახალშენის საჯარო სკოლა გილოცავთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას. სკოლა სრულად მზადაა შეუდგეს მოსწავლეთა განათლებასა და განვითარებას.
ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს წარმატების, გაბრწყინებისა და განვითარების საწყისი სკოლის, სოფლისა და ქვეყნისთვის“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: