სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
გაიმართა ღონისძიება, რომლის მინდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. სკოლის კარი კი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ, ძვირფასო მოსწავლეებო. ტრადიციულად პირველები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: