არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ბაგაევი გარემოსცადვითი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლას ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები ჰყავს.
ერთ-ერთი ასეთი მეთერთმეტეკლასელი ნინო ბაგაევია. ის სათემო კავშირის - „კედელის“ ორგანიზებულ კონკურსში - „ხელი შევუწყოთ კლიმატის ცვლილებას“ მონაწილეობდა. მოსწავლემ ნამუშევარი სეტყვის შესახებ მოამზადა. როგორც სკოლაში ამბობენ, ნინო ბაგაევმა ესეში მხატვრულად წარმოაჩინა რა ზეგავლენა აქვს ბუნებაზე სტიქიურ მოვლენებს, გამოიყენა მხატვრული ხერხები, რეკომენდაცია გასცა და პრობლემის მოგვარების მისეული ხედვა წარადგინა.
შედეგად კი ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. მას პრიზები და სერტიფიკატი გადაეცა.
„გამარჯვებული გამოვლინდა თითოეულ ბუნებრივ მოვლენაზე - სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა. პროექტი „ხელი შევუწყოთ კლიმატის ცვლილებას! განხორციელდა პროგრამის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, სასკოლო კონკურს - „შექმენი უსაფრთხო თემი“ საგრანტო დაფინანსებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: