ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლა ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და მათ სადღესასწაულოდ მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს. მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმეს.
ბავშვები სასწავლო პროცესს დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით შეუდგნენ. პედაგოგები კი მათ შეჰპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათ სიღრმისეული განათლება მისცენ.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებას!“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: