გელათის საჯარო სკოლის უცხოური ენების პედაგოგმა - სალომე ლომთაძემ კონკურსში გამარჯვების შემდეგ სტაჟირება ბერლინში გაიარა
22-09-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის გერმანული და ინგლისური ენების პედაგოგი სალომე ლომთაძე გერმანული ენის მასწავლებლებისთვის განკუთვნილი კონკურსის გამარჯვებულია. 

კონკურსი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციის - „პროექტები ღია საზოგადოებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა. 

კონკურსში გამარჯვების შემდეგ პედაგოგმა, პროექტის ფარგლებში, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში სტაჟირება გაიარა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში ჩატარებული სემინარები ეძღვნებოდა ქვეყანათმცოდნეობის და თანამედროვეობის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს.

იმავე პროექტის ფარგლებში, სკოლაში დაიგეგმება და განხორციელდება საინტერესო აქტივობები.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...