ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობითა და ხალისიანი აქტივობებით დაიწყო.
მოსწავლეები და მასწავლებლები სასკოლო ცხოვრებას, გაორმაგებული ენთუზიაზმით, დადებითი ემოციებით დამუხტულები და დიადი მიზნებით, დაუბრუნდნენ.
სკოლის ადმინისტრაციამ, სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიოულოცა და მათ, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
„გილოცავთ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას! ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადაგედგათ თითოეულს, ცხოვრების ამ ეტაპზე! გესახელებინოთ ცუცხვათის საჯარო სკოლა, ჩვენ კი გვეამაყოს თქვენით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: