ჩქუმის საჯარო სკოლის დირექცია სპორტის მასწავლებელ ნუგზარ მამარდაშვილს საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
22-09-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელ​მა, ნუგზარ მამარდაშვილმა სასწავლო წელი ახალი სტატუსით დაიწყო. 

ნუგზარ მამარდაშვილმა საგნის გამოცდ​ა წარმატებით ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კოლეგას წინსვლას ულოცავენ და შემდგომ კარიერულ წარმატებას უსურვებენ. 

„ჩქუმის საჯარო სკოლა ვულოცავთ, ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელ ნუგზარ მამარდაშვილს, საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას და წარმატებებს“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...