სენაკის N1 სკოლის მასწავლებელმა, შორენა ნოდიამ პირველკლასელებს საზეიმო დახვედრა მოუწყო
22-09-2023

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობითა და ხალისით დაიწყო. 

I კლასის მასწავლებელმა- შორენა ნოდიამ, მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო, იმ მიზნით, რომ ბავშვებს რომ არ გასჭირვებოდათ ახალ გარემოსთან შეგუება და მათთვის სკოლაში შებიჯება საინტერესო და სასიამოვნო ყოფილიყო.

პედაგოგმა, არაერთი საინტერესო აქტივობა მოაწყო, რომლებშიც პატარებთან ერთად მშობლებიც ჩართო.

პატარებისთვის სასკოლო ცხოვრების პირველი დღე დღესასწაულს ჰგავდა - ბავშვებმა ბევრი ითამაშეს, თანაკლასელები გაიცნეს და სასკოლო ცხოვრებაში იმედებით აღსავსენი ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...