15 სექტემბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში, კიდევ ერთი სასწავლო წელი დაიწყო ლამაზ გარემოსა და გულთბილ ვითარებაში.
სკოლის დირექტორმა, მარიამ გრძელიშვილმა და მასწავლებლებმა სიყვარულით აღსავსე გულითა და სიტყვებით მიულოცეს მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი, უსურვეს წარმატებები.
„პედაგოგები განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ პირველკლასელებს, რომელთა გულებიც სხვანაირად ფრთხიალებს ამ დღეს, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების დღეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს, ლექსები, თბილი სიტყვები უთხრეს მასწავლებლებსა და მშობლებს. წარმატებულმა უფროსკლასელმა ბარბარე ღავთაძემ დარეკა პირველი ზარი“,- გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლაში ახალი სასწავლო წელი საუკეთესო მოლოდინებითა და ხალისით დაიწყო.
იხილეთ ფოტოები: