თბილისის N94 სკოლის დირექტორის სანუკვარი საჩუქარი მოსწავლეებს - ნინო გახარიამ მოწაფეებს ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერილი ბურთი გადასცა
21-09-2023
ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გახარია მოსწავლეთა განვითარებაზე, მათ მოტივირებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მე-35 კლასის მოსწავლეები ხვიჩა კვარაცხელიასადმი მიძღვნილ სიმღერას მღეროდნენ. ამ ამბავს სკოლის დირექტორი ნინო გახარია შეესწრო და ბავშვებს გაესაუბრა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ხვიჩა მათი საყვარელი ფეხბურთელი იყო და მისი ქართველობით ამაყობდნენ.
დირექტორი მესამეკლასელებს დაჰპირდა, რომ საჩუქრად ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერილ ბურთს გადასცემდა და მათთან ერთად ითამაშებდა.

ნინო გახარიამ პირობა შეასრულა, მოსწავლეებმა, დირექტორმა და კლასის ხელმძღვანელმა თეონა ჭანტურიძემ ხვიჩა კვარაცხელიას ფორმები ჩაიცვეს და ფეხბურთი ერთად ითამაშეს. 

„ჩვენი დირექტორი სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს და დღეს შედეგი სახეზეა... ქალბატონმა ნინომ და კლასის ხელმძღვანელმა თეონა ჭანტურიძემ პატარებთან ერთად ხვიჩას მაისურებით და დაპირებული ხელმოწერილი ბურთით ითამაშეს სკოლის მოედანზე ფეხბურთი. ჩვენი სკოლის სიყვარული სპორტისადმი და კერძოდ, ფეხბურთისამდი იმითაც ცნობილია, რომ სკოლას ქალთა საფეხბურთო გუნდი - FC ORIGAMI ჰყავს, რომელსაც ჩვენი სკოლის კუსდამთავრებული ქეთა ლეჟავა ხელმძღვანელობს. გუნდის მწვრთნელი დიდ სიახლეებს გვპირდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...