დმანისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღინიშნა
21-09-2023
დმანისის N2 საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი მრავალფეროვნად გაფორმებულ გარემოში დაიწყო. 

სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს ბუშტებით მორთული ეზო და საკლასო ოთახები დახვდათ. პირველკლასელები სცენაზე მიაცილეს მე-12 კლასელებმა, რომლებმაც ლექსებითა და სიმღერებით დაამშვენეს ზეიმი.

მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები და მშობლები.

დღე ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.

„ვუსურვებთ მთელ კოლექტივს და სკოლის მოსწავლეებს ნაყოფიერ და მშვიდ სასწავლო წელს!“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...