კიწიის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
21-09-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდა.
სკოლაში მოსწავლეთა სადღესასწაულო მიღება გაიმართა.
სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, მათ ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს, სადაც მათ ინტერესებზე მორგებული გარემო, პროფესიონალი და მოსიყვარულე მასწავლებლები დახვდათ.
დირექციამ და პედაგოგებმა პატარების განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.
დირექტორმა, გიორგი ანჯაფარიძემ მოსწავლეებს ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცა და შეჰპირდა, რომ მათთვის ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაცემად ყველაფერს გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ კიწიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა