ბოსლების საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექცია და პედაგოგები საზეიმოდ დახვდნენ
21-09-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველ დღეს სადღესასწაულო განწყობა იყო. 

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

აღსანიშნავია, რომ საზეიმოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. პედაგოგები დიდი სიყვარულით დახვდნენ პირველკლასელებს, რომლებსაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...