გუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყეს
21-09-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა.

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, საზეიმო სიტყვა წარმოთქვეს და პირველკლასელებს ცოდნის სამყაროში გზა დაულოცეს.

პატარებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ მათი კუთვნილი ბუკები, სამ მოსწავლეს კი საქართველოს ფოსტის მიერ გაგზავნილი ფასიანი საჩუქრები - „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში“ აქტიური მონაწილეობისათვის, მათი პედაგოგები კი დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა. 

ბოლოს გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი, დაირეკა ცოდნის მაუწყებელი ზარი და მოსწავლეები ხალისით დაუბრუნდნენ თავიანთ საკლასო ოთახებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...