ჭელიაღელეს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი სადღესასწაულო განწყობითა და დიდი შემართებით დაიწყეს
21-09-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო. 

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. სკოლაში დიდი სიყვარულით შეხვდნენ პირველკლასელს, რომელსაც კუთვნილი კომპიუტერი და წიგნები გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...