კრწანისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
21-09-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდნენ. 

სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები. 

დირექციამ მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს. ბავშვებს დღე ანიმატორებმა გაუხალისეს და მოწაფეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართეს.

ბავშვები სასწავლო პროცესს დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.

„კრწანისის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! იწყება ახალი თავგადასავლები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...