ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდნენ
21-09-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდა. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და ბავშვებს საზეიმოდ მორთული სასწავლო გარემო დაახვედრეს. 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.

სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმა. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.

„ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ყველას გისურვებთ წარმატებებს!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...