მეორე ობჩის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მოსწავლეთა საზეიმო მიღებით დაიწყო
21-09-2023
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის პირველ დღეს საზეიმო განწყობა სუფევდა.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...