მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
გაიმართა საზეიმო მიღება და ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, მათ მუსიკალური ნომრები შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების საზეიმო განწყობა საგანგებოდ მორთულმა სკოლამ კიდევ უფრო აამაღლა. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებით კი პირველკლასელებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: