ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ მორთულ გარემოში, სადღესასწაულო ღონისძიებით დაიწყო.
ყვავილებით ხელდამშვენებული მოსწავლეები, ფერადი ბუშტებით გაფორმებული სკოლა, ღიმილიანი სახეები და ამაღლებული განწყობა - ასეთი იყო 2023-2024 სასწავლო წლის პირველი დღე სკოლაში.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დღე ხალისიანად გაატარეს და სასკოლო ცხოვრებას გაორმაგებული შემართებით, დიადი მიზნებითა და ამაღლებული ენთუზიაზმით დაუბრუნდნენ.
სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და მათ წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: