მარნეულის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას საზეიმო ღონისძიებით შეხვდნენ.
მოსწავლეები და პედაგოგები, ენთუზიაზმით აღსავსენი და გაორმაგებული შემართებით დაუბრუნდნენ სასკოლო გარემოს.
დღე ემოციებით დატვირთული იყო, მასწავლებლებმა, მონატრებულ მოსწავლეებთან ერთად ბევრი იმხიარულეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სკოლის დირექცია დიდი სიყვარულით ულოცავს პატარებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: