თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლას აქტიური, შრომისმოყვარე, ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში VIIIა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ლოგიკურ-შემეცნებით აზროვნებაში შეჯიბრი გაიმართა. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლები ინტელექტუალურ კითხვებს, ლოგიკური აზროვნების წყალობით, წარმატებით პასუხობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანის განვითარებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტო: