სასწავლო წლის ბედნიერი და წარმატებული დასაწყისი საჩინოს საჯარო სკოლაში
21-09-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
ეს მნიშვნელოვანი თარიღი სასკოლო საზოგადოებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა - ედნარ თურმანიძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა საჩინოს თემში - ლევან გოგიტიძემ მიულოცეს. როგორც სკოლაში ამბობენ, მათ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება განსაკუთრებული სიყვარულით პირველკლასელებს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. პატარა მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა