აჭყვისთავის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
21-09-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში, საქართველოს დროშის აღმართვითა და ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო. 

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. განსაკუთრებული სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.

აღსანიშნავია, სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

„მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მშვიდობიან, ნაყოფიერ, საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203