ლაჯანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, დარიკო ფრუიძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა
21-09-2023

ახალი სასწავლო წლიდან, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლას წამყვანი მასწავლებელი შეემატა. 

სკოლის მასწავლებელმა, დარიკო ფრუიძემ სტატუსი აიმაღლა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​

სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ. კოლეგები დარიკო ფრუიძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„ლაჯანის საჯარო სკოლა მასწავლებელ დარიკო ფრუიძეს წამყვანის სტატუსს ულოცავს, წინსვლას და წარმატებებს უსურვებს მას“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203