ქვემო მახოს საჯარო სკოლის სამმა მასწავლებელმა კომპეტენცია კიდევ ერთი საგნის გამოცდაზე დაადასტურა
21-09-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ. 

სკოლის სამმა მასწავლებელმა დამატებით ჩააბარა ფიზიკური აღზრდის გამოცდა. ხათუნა მსხალაძემ ნონა გოგიტიძემ და გიული გაბიტაძე კომპეტენცია კიდევ ერთი საგნის გამოცდაზე დაადასტურეს. 

სკოლაში მასწავლებლებს დამატებით მეორე საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ და შემდგომ კარიერულ წინსვლას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203