პაპოშვილების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ, დიდი შემართებით შეხვდნენ
21-09-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

სკოლის გარემო მოსწავლეთათვის საზეიმოდ მოირთო, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. პედაგოგები ბავშვებს დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ - მათ წარმატებული, ხალისიანი, ნაყოფიერი წელი უსურვეს.

ბავშვებმა კი მასწავლებლებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და შემართებით გაეშურნენ კლასებისკენ.

დირექცია და პედაგოგები მათ ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წარმატებულ და ბედნიერ სასკოლო ცხოვრებას უსურვებენ.   

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203