ლაჯანის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა ჟრიამულით შეაღეს - ბავშვების განწყობაზე დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებულად იზრუნეს 
21-09-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ზეიმით დაიწყო. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა აღმართეს. მათ ასევე ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარების ჟრიამულმა და „ჭიკჭიკმა“ გარემო გაახალისა. დირექციამ და პედაგოგებმა მათ ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს  და ბავშვებს საზეიმოდ მორთული სკოლა დაახვედრეს. ეს დღე როგორც მოსწავლეთათვის ისე პედაგოგთათვის დასამახსოვრებელი იყო.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებულ, ბედნიერ სასწავლო წელს უსურვებენ.

„ყველა მოსწავლეს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დადგომას! ფეხბედნიერი, წარმატებებით სავსე წელიწადი დაგვდგომოდეს. წარმატებებს გისურვებთ ცოდნის მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203