ახალი სასწავლო წლის დაწყებას შუბნის საჯარო სკოლაში დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ
21-09-2023
ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლის კურსდამთავრებულებსა და მასწავლებლებს დირექტორი - ემზარ ჯუმუშაძე მიესალმა, მათ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ისაუბრა სიახლეებზე და შეაჯამა გასული სასწავლო წელი. 

ღონისძიებაზე პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს და მეთორმეტეკლასელებთან ერთად პირველი ზარი დარეკეს.

„მათ ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სკოლის კურსდამთავრებულების - რობერტო ებრალიძისა და ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას, დირექტორმა გაიხსენა და აღნიშნა მათი გამორჩეული ადამიანობა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიება გაგრძელდა პირველკლასელთა საჩუქრებით, რომელთაც იაკობ გოგებაშვილის დედაენა და ბუკები გადაეცათ.

„რესურსცენტრისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისგან დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები ოთარ ცეცხლაძე და ნოდარ ფუტკარაძე. სკოლამ მადლობის სიგელები გადასცა მზიური ჯუმუშაძესა და მელანო ებრალიძეს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

სკოლის დირექტორმა, ასევე აღნიშნულ დღეს, წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.

„ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებული და რაც მთავარია მშვიდობიანი ყოფილიყოს. გილოცავთ კიდევ ერთხელ სკოლის დაწყებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203