ჩხუტელის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულ ნინო კვირიკაშვილს უნივერსიტეტში სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხვას ულოცავენ
21-09-2023

ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინო კვირიკაშვილი სწავლას უმაღლეს სასწავლებელში 70%-იანი დაფინანსებით აგრძელებს. 

კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში გრანტით ჩაირიცხა. 

ნინო კვირიკაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკათმცოდნეობის სპეციალობას ეუფლება. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატება ახარებთ, მას მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას ულოცავენ. 

„ცაგერის მუნიციპალიტეტის ზურაბ ეფაძის სახელობის ჩხუტელის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ნინო კვირიკაშვილს ვულოცავთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკათმცოდნეობის სპეციალობაზე 70%-იანი გრანტით ჩარიცხვას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203