სენაკის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა სასწავლო წელი სახალისო და საინტერესო აქტივობებით დაიწყეს 
21-09-2023

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ახალ, 2023-2024 სასწავლო წელს მოსწავლე-მასწავლებლები საზეიმო ვითარებაში შეხვდნენ.

სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო გარუჩავასთან ერთად, ერთმანეთს სწავლის დაწყება მიულოცეს და ზაფხულის არდადეგებზე მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

კლასში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. მათ ასევე ფაზლი - „ჩემი საქართველო“ ააწყვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„ჩვენ ვიქნებით ის თაობა, რომელიც გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დირექცია და პედაგოგები ყველა მოსწავლეს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...