ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა II მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
11-05-2018
თიანეთის ახალსოფელში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, სადაც ახალსოფლის სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. 

აქტივობას ქართული ენის პედაგოგი ჯილდა კაცელაშვილი ხელმძღვანელობდა. 

მათ ეს დღე სპეციალურად მომზადებული სიტყვებით, პატრიოტული ლექსებით და სიმღერებით გაალამაზეს. ასევე,  გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და II მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203