ახკერპის საჯარო სკოლა სახალხო დღესასწაულის - „მარნეულობა 2023“ აღნიშვნას შეუერთდა
20-09-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლას აქტიური, მიზანდასახული და მოტივირებული სასკოლო საზოგადოება ჰყავს, რომლებიც, წლის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებასა თუ პროექტში მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი ღონისძიებაში - „მარნეულობა 2023“-ში ჩაერთნენ. სკოლას საკუთარი სტენდი ჰქონდა და ღონისძიებაზე ღირსეულად წარსდგა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ღონისძიების ფარგლებში, თემატური ინსტალაციები, პავილიონები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი ხასიათის გამოფენები მოეწყო. მას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.