ტყიბულის N6 სკოლის პირველკლასელი ლილე ცქიფურიშვილი ხელოვნების ფესტივალში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
20-09-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობასა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

I კლასის მოსწავლე ლილე ცქიფურიშვილი ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა, რომლის დამრიგებელი ნინო რიჟამაძე გახლავთ.

პირველკლასელი ბავშვთა და მოზარდთა ხელოვნების ფესტივალ „სახიობა რაჭაში-2023“ მონაწილეობდა, სადაც შესაძლებლობები ბრწყინვალედ წარმოაჩინა. ის ფესტივალში მონაწილეობისთვის დიპლომით დაჯილდოვდა.

სკოლა ამაყობს მისით და მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203