ზესტაფონის მომავლის სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა
20-09-2023
ზესტაფონის მომავლის სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი წარმატებითა და ჟრიამულით დაიწყო.

საზეიმოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. აღსანიშნავია, რომ მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სწავლის ფერხულში ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203