თბილისის N119 საჯარო სკოლის შვიდი მასწავლებელი სასწავლო წლის დაწყებას პროფესიული წინსვლით შეხვდა
20-09-2023

თბილისის N119 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. 

წელს, სკოლის 7-მა მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსი. წამყვანი მასწავლებლები გახდნენ - ნინო კაპანაძე, თამარ გელავა, ია სამხარაძე და ნინო ბახტაძე. უფროსი მასწავლებლის სტატუსი კი მიენიჭათ - ესმა სახამბერიძეს, გიგა გიგაურსა და თამარ ასანიძეს. 

სკოლაში პედაგოგთა წარმატება ახარებთ. სკოლის დირექცია პედაგოგებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203