ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელები დიდი სიყვარულით, საზეიმოდ მიიღეს
20-09-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

დირექცია და პედაგოგები სკოლაში ბავშვებს დიდი სიყვარულით დახვდნენ - მათთვის ღონისძიება მოეწყო, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე ბავშვებმა, მათ შორის პირველკლასელებმა იცეკვეს, იმღერეს, შესაძლებლობები შთამბეჭდავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ წელს, სკოლას 5 პირველკლასელი ჰყავს.

„სკოლის დირექტორმა დიდი სიყვარულით მიიღო ჩვენი პირველკლასელი ბავშვები. ემოციებით დატვირთულმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა“,- გვიყვებიან სკოლაში.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203