საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
20-09-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ წმიდა თამარ მეფის პარაკლისი გადაიხადა და მოსწავლეებს, პედაგოგებს, მოსწავლეთა მშობლებს და თანამშრომლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანი დღე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესების მენეჯერმა - მზიური კოჩალიძემ, ხარისხის მართვის მენეჯერმა - მაყვალა ანთაძემ, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერმა - ნათია პაპინაშვილმა მიულოცეს. 

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით, სახელმწიფო და საეკლესიო დროშები პირველი კლასის მოსწავლე ნინო მოდებაძემ და მე-12 კლასის რეიტინგულმა მოსწავლე ზურაბ გორგაძემ აღმართეს. 

აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203