ყაურმის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველ დღეს საზეიმო ღონისძიება გაიმართა
20-09-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს საზიმო განწყობა სუფევდა.
სადღესასწაულოდ მორთულ სკოლის ეზოში ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. სკოლის დირექტორმა, ფარანძემ სტამბოლციანმა სასკოლო საზოგადოებას მიმართა, ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და წარმატება უსურვა.
გარდა ამისა, სკოლაში წელს 6 პირველკლასელი მიიღეს, მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასხვა სხვა მოსწავლეებმაც მიულოცეს. პირველკლასელებს კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა