საჯიჯაოს N2 სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
20-09-2023

15 სექტემბერს, ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა ჟრიამულით შეაღეს. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ბავშვების ამაღლებულ განწყობასა და სასწავლო მოტივაციაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და მათ საზეიმო გარემო დაახვედრეს.

სწავლის პირველი დღე განსაკუთრებით ემოციური იყო პირველკლასელებისთვის, რომელთაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს. მათ კუთვნილი ბუკები საზეიმოდ გადაეცათ. პედაგოგებმა პატარებს გზა დაულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასკოლო ცხოვრება უსურვეს. 

სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203