ბოზალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს - მათ განწყობაზე დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებულად იზრუნეს
20-09-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ახალ, 2023-2024 სასწავლო წელს მომზადებულნი შეხვდნენ.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება ჩატარდა.

პირვლკლასელებისთვის სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა მოეწყო. პედაგოგებმა და დირექციამ მათ ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და საზეიმო გარემო დაახვედრეს. ბავშვებმა ზეიმზე სიმღერები როგორც მშობლიურ, ასევე ქართულ ენაზე შეასრულეს, იცეკვეს ქართული ფოლკლორული ნომრები და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

დღე ემოციებით სავსე იყო როგორც მოსწავლეთა, ისე პედაგოგთათვის.

დირექცია და პედაგოგები ყველა მოსწავლეს წარმატებულ და ბედნიერ სასწავლო წელს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203