ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - მაია ბარბაქაძემ და ლანა გოლობიანმა სასწავლო წელი პროფესიული წინსვლით დაიწყეს
20-09-2023
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ. 

სკოლის მასწავლებლებმა - მაია ბარბაქაძემ და ლანა გოლობიანმა საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. მაია ბარბაქაძეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი გახლავთ და ლანა გოლობიანი კი სკოლაში გერმანულ ენას ასწავლის. 

სკოლაში პედაგოგებს წინსვლას ულოცავენ და კარიერულ წარმატებას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის მასწავლებლებს - მაია ბარბაქაძესა და ლანა გოლობიანს ვულოცავთ, სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას...“,-ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203