„პოეზია ბუნებაში“ -ვარდისუბნის საჯარო სკოლის ლამაზი საღამო
11-05-2018
ვარდისუბნის საჯარო სკოლის მე-3 კლასის დამრიგებელმა მართა ტაბატაძემ მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ღონისძიება „პოეზია ბუნებაში“ ჩაატარა.
დღის განმვლობაში მოსწავლეები დაცული ტერიტორიის ტყე-პარკს და ლაგოდეხის ისტორიულ მუზეუმს სტუმრობდნენ, დასასრულს კი პოეზიის საღამო ბუნებაში გაიმართა.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა განაცხადა, მიზანი იყო მოსწავლეების „პოეზიის ძალა“ ეგრძნოთ:
„პოეზია აკეთილშობილებს ადამიანის ბუნებას. ხელს უწყობს სულის განვითარებას, ადამიანის სულის ამაღლებას. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, მოსწავლეებისათვის ,,პოეზიის ძალა“ გვეგრძნობინებინა.“- განაცხადა მართა ტაბატაძემ.
სკოლის დირექციის ინფორმაციით, საღამო განსაკუთრებულად ლამაზი იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს