ჩანჩხალოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმეს
20-09-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული სასწავლო სივრცე და მათ ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრეს. ბავშვებმა კი სკოლის კარი ხალისითა და დიდი ენთუზიაზმით შეაღეს.

დირექციამ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება და მათ წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. 

სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203