თეკლათის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები პირველკლასელებს საზეიმოდ შეეგებნენ
20-09-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებითა და მიზნებით დაიწყო.

პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს, დიდი სიხარულით შეეგებნენ, მათთან ერთად დღე საინტერესოდ გაატარეს და სასკოლო ცხოვრებას ამაღლებული განწყობითა და მოტივაციით დაუბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, საზეიმოდ შეეგებნენ პირველკლასელებს, მათ ცოდნის ტაძარში შემობიჯება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.  

სკოლის დირექტორი მერაბ დარჯანია მოსწავლეებსა და პედაგოგებს საინტერესო, შემოქმედებითი დღეებით დატვირთულ სასწავლო წელს შეჰპირდა და მათ წინსვლა უსურვა. 

პირველკლასელებს, დამრიგებელმა -  ლალი სანიკიძემაც მიმართა, რომელიც მოუთმენლად ელოდა პატარებს და მათ, სკოლაში პირველი ნაბიჯები დაულოცა. 

„თქვენთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. დაგილოცავთ პირველ ნაბიჯებს სკოლაში. ვეცდები გაგიმართლოთ ის მოლოდინები, რაც გაქვთ!“, - მიმართა ლალი სანიკიძემ პატარებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203