ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
20-09-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა, შესაბამისად მოსწავლეები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 16 სექტემბერი - დასუფთავების მსოფლიო დღე.
ძველი ანაგის საჯარო სკოლის „მწვანე რაზმი“ აქტიურად შეუერთდა დასუფთავების აქციებს სოფელ ძველ ანაგაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „მწვანე რაზმელები“ ეწევია, როგორც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას, ისე თამში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად მუშაობენ.
„იმისდამიუხედავად, რომ ბავშვების აქტიური ჩართულობით საკმაოდ გაიზარდა საზოგადოების ცნობიერება და შემცირდა ნარჩენების რაოდენობა თემში, მაინც აგრძელებენ „მწვანე რაზმელები“ და მოხალისეეები (ხელმძღვანელი: ლ.გოგილაშვილი მასწავლებლები; ც.ალუღიშვილი და ნ.ბასილაშვილი) გარემოს სისუფთავეზე ზრუნვას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ვიზრუნოთ გარემოზე ყველამ ერთად“,- ასეთია ახალგაზრდა გარემოსდამცველთა მოწოდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა