სადღესასწაულო განწყობა და საზეიმო პირველი ზარი ხორშის საჯარო სკოლაში
20-09-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა.

სკოლის ეზო და საკლასო ოთახები სადღესასწაულოდ - ბუშტებით, დეკორაციებით მოირთო, რამაც მოსწავლეებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

ბავშვებმა აღნიშნულ დღეს იჟრიამულეს და დრო ხალისიანად გაატარეს. მათ სასწავლო წელი ხალისითა და ენთუზიაზმით დაიწყეს.

დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

დღე ემოციური, ხალისიანი, დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისა და პედაგოგისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203