ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
იხილეთ ფოტოები: